„ჰამასი“ მძევლების გადაცემას არ თანხმდება და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანას ითხოვს

მოძრაობა “ჰამასმა” შუამავლებს აცნობა, რომ რჩება თავდაპირველ პოზიციაზე და მოითხოვს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, რაც მოიცავს ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორიდან, დევნილი პალესტინელების დაბრუნებას და ტყვეთა "ნამდვილ" გაცვლას.

„ჰამასის“ განმარტებით, ასეთი პასუხის მიზეზი არის ის, რომ ისრაელმა მათი არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა.

„მან არ უპასუხა ჩვენი ხალხისა და ჩვენი წინააღმდეგობის (ჰამასის) არცერთ ძირითად მოთხოვნას: ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტას, ღაზას სექტორიდან ჯარების გაყვანას, დევნილთა დაბრუნებას და ტყვეების რეალურ გაცვლას,“ - აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.

ისრაელი გამუდმებით უარყოფდა „ჰამასის“ მოთხოვნებს ჯარების სრული გაყვანისა და ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შესახებ მაშინ, როცა „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლების პირობად ისრაელის მიერ ომის დასრულებას ასახელებდა. ისრაელმა ამ მოთხოვნას „ბოდვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ღაზაში მისი სამხედრო კამპანია, რომლის მიზანი „ჰამასის“ შესაძლებლობების განადგურებაა, განახლდება მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ზავის პირობების შესრულების შემდეგ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ