ავსტრიული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ავსტრიული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ - ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილი საჰაერო კავშირები:გასულ წელს საქართველო გახლდათ ITB Berlin 2023 მასპინძელი ქვეყანა, წელს კი ქვეყანა ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა. ავსტრია საქართველოსთვის ახალ ტურისტულ სამიზნე ქვეყნად ითვლება. დედაქალაქ თბილისში 2024 წლის მაისიდან ავსტრიის ავიახაზები კვირაში სამჯერ განახორციელებს პირდაპირ ფრენებს - განაცხადა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნიკა მაღრაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს: „საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანაა, ოქროს მოპოვებისა და ტექსტილის დამუშავების ისტორიით, ქრისტიანობის დასაყრდენად ითვლება და დიდი მონარქიული ისტორია აქვს“.

ავსტრიული გამოცემა საქართველოს ტურიზმის განვითარებისა და ტურიზმიდან მიღებულ რეკორდული შემოსავლის შესახებ წერს.

„ტურიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელი 2022 წლიდან გახლავთ მაია ომიაძე. ეს სფერო საქართველოს ეკონომიკაში შემოსავლის ერთ-ერთ ძირითადი წყაროა. პანდემიის დაწყებამდე საქართველოში რეკორდული, 9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა. 2023 წელს საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლების რაოდენობამ 7,2 მილიონს მიაღწია, მათგან 6,17 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გახლდათ.

ტურიზმის შემოსავალმა 2023 წელს რეკორდული 4,47 მილიარდ ევრო შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. გამტარუნარიანობის მხრივ, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 6,01 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, აღნიშნული 2019 წელთან შედარებით 15,4%-ით მეტია“.

სტატიაში აღწერილია საქართველოს საზღვაო, ზამთრის და სპა კურორტები, იუნესკოს ძეგლები და დაცული ტერიტორიები, ასევე ქართული სამზარეულო.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება