ანა ბუჩუკური - ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“ - მოვუწოდებ ოპოზიციას, ნუ ემალებიან ამ თემას, მოგვეხმარეთ, ბავშვების ზეგავლენისგან დაცვის საკითხი „ოცნებამ“ არ გახადოს მანიპულირების თემად

ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“, მათ დროშას ცისარტყელას დროშასთან ერთად და მამუკა მდინარაძეს, როგორც ლგბტ პროპაგანდისტს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ ახალ კონსტიტუციურ პროექტს.

მისივე თქმით, ისინი ამ განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ყველა პროპაგანდა ცუდია.

ბუჩუკურის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“, არ უნდა მიეცეს უფლება, რომ “ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვა გამოიყენოს პირადი, პარტიული, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ინსტრუმენტად“.

„სხვებისგან განსხვავებით ჩვენ პირველივე დღეებიდან გამოვთქვით მზაობა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ყველა პროპაგანდა ცუდია. ბავშვები ამ ქვეყანაში მავნე ზეგავლენისგან დასაცავები არიან - ეს ერთი მიზანი და მეორე მიზანი, რა თქმა უნდა “ქართულ ოცნებას”, როგორც მთავარ ლგბტ პროპაგანდისტს ქვეყანაში, არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვა გამოიყენოს პირადი, პარტიული, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ინსტრუმენტად.

მე ასევე საზოგადოებას გავახსენებ, ახლა „ოცნების” მეგობარი რომ არის და წარსულში სააკაშვილის ახლო მეგობარი იყო, ორბანმა მსგავსი ინიციატივა როგორი მანიპულაციებისთვის გამოიყენა თავს დროზე საარჩევნოდ, ძალიან კარგად ვიცით.

მეტსაც გეტყვით, მე პირადად მოვუწოდებდი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, ნუ ეშინიათ და ემალებიან ამ თემას. კოლეგებო, მოგვეხმარეთ, რომ ბავშვების ზეგავლენისგან დაცვის საკითხი „ქართულმა ოცნებამ" არ გახადოს მანიპულირების თემად.

დღეს ყველაზე მეტად პროპაგანდისტი არის “ქართული ოცნება”, პერსონალურად - მამუკა მდინარაძე. Google ყველაზე საძიებო სისტემაა და ლგბტ პროპაგანდა რომ “დაგუგლოთ", ამოგიგდებთ "ქართულ ოცნებას”, მათ დროშას ცისარტყელას დროშასთან ერთად და მამუკა მდინარაძეს, როგორც ლგბტ პროპაგანდისტს”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია