ვენესუელის ოპოზიციურმა კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატის დარეგისტრირება ვერ შეძლო

ვენესუელის ოპოზიციურმა კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატის დარეგისტრირება ვერ შეძლო, - ამის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი პლატფორმის“ წარმომადგენელმა, ომარ ბარბოსამ გაავრცელა.

ომარ ბარბოსას ცნობით, ვენესუელის საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპოზიციურ კოალიციას საპრეზიდენტო კანდიდატის, კორინა იორისის სარეგისტრაციო ვადის ამოწურვამდე დარეგისტრირების უფლება არ მისცა.

„ეს ვენესუელელთა უმრავლესობის უფლებების დარღვევას წარმოადგენს, ვისაც სურს, რომ ხმა ცვლილებებს მისცეს“, - განაცხადა ომარ ბარბოსამ.

გასულ პარასკევს, ოპოზიციურმა კოალიციამ კორინა იორისი საპრეზიდენტო კანდიდატად „ერთიანი პლატფორმის“ ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს ნაცვლად მას შემდეგ წარადგინა, რაც ამ უკანასკნელს ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ თავისი კანდიდატურა ოფიციალურად დაადასტურა.

ცნობისთვის, ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს