სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ საერთაშორისოდ აღიარებული ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 სერტიფიკატები მიიღო

საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის BUREAU VERITAS GEORGIA LLC მიერ ჩატარებული გარე აუდიტის საფუძველზე, 2024 წლის თებერვალში სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგს” ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები მიენიჭა. ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 სერტიფიკატების მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო.

„კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სერტიფიცირების პერიოდში აქტიურად იყო ჩართული კომპანიის ყველა შესაბამისი განყოფილება. ISO 45001:2018 (შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები) არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოების (OH&S) მართვის სისტემისთვის. აღნიშნული სტანდარტი აძლევს ორგანიზაციას შესაძლებლობას, მართოს რისკები, შეამციროს სამუშაო ადგილზე ინციდენტები და გააუმჯობესოს შრომის უსაფრთხოება სტანდარტის შესაბამისად. ISO 14001:2015 (გარემოსდაცვითი მართვის სისტემები) საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია გარემოსდაცვითი მართვის სისტემებისთვის (EMS). აღნიშნული სტანდარტის ფარგლებში, ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, მუდმივად გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი საქმიანობა და მიიღოს შესაბამისი ზომები გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) ხარისხის მართვის გლობალურად აღიარებული სტანდარტია.

აღნიშნული სტანდარტის ფარგლებში განისაზღვრება, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, დაინერგოს, შენარჩუნდეს და მუდმივად გაუმჯობესდეს ხარისხის მართვის სისტემა (QMS) ორგანიზაციაში“,- აღნიშნულია “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა სერტიფიცირების პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ და დავნერგოთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 სტანდარტების დანერგვით, ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობის ხარისხის მართვა, უკეთ დავიცვათ კომპანიის თანამშრომლები და ვმართოთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. აგრეთვე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენს საქმიანობაში მივიღოთ პროაქტიური ზომები გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესამცირებლად. ყოველივე ზემოთქმული კი, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი კომპანიის მომხმარებლებისთვის უფრო ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებითად შეფასდა და ამ კუთხით მოგვენიჭა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია