არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 44%-ით, ხოლო მათი მაჩვენებელი, ვინც საზღვარგარეთ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, 100%-ით არის გაზრდილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე პასუხობს ოპოზიციური პარტიების კრიტიკას, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში ჩართვას გულისხმობს და აღნიშნავს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გაზრდილია 44%-ით, ხოლო თანამოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ, გაზრდილია 100%-ით.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია “სპეკულირებს”, თითქოს მმართველი გუნდი ხელოვნურად უშლის ხელს ემიგრანტებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

“ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს კონსტიტუციური და კანონით გარანტირებული უფლება აქვთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს უფლება ყოველ არჩევნებზე განუყრელად ხორციელდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერს, ვისაც სურს, რომ არჩევნებში მისცეს ხმა, შეუძლია ამისი გაკეთება სათანადო რეგისტრაციის შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფენ.

მე მინდა გითხრათ მონაცემები და ვუპასუხო იმ აბსოლუტურ კრიტიკას, რომელსაც მიმართავს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ჩვენი მოქალაქეთა რაოდენობა გაზრდილია 44%-ით, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ, გაზრდილია 100%-ით. ეს იმის პასუხად, როდესაც ოპოზიცია სპეკულირებს, რომ თითქოს ჩვენ ხელოვნურად ხელს ვუშლით ჩვენს თანამემამულეებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს გახლავთ სიცრუე, პირიქით, ორივე მაჩვენებელი გაუმჯობესებულია”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება