ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არც ევროკავშირი და არც ნატო ომისთვის არ ემზადებიან

არც ევროკავშირი და არც ნატო ომისთვის არ ემზადებიან, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.

„ესპანელებმა ძალიან კარგად იციან ის, თუ რაც ხდება. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს. არც ევროკავშირი, არც ნატო და არც ესპანეთი რაიმე სახის ომისთვის არ ემზადებიან. არც ერთი ალიანსი, რომლის წევრიც ესპანეთია თავდასხმითი ალიანსი არ არის, ისინი თავდაცვითი ალიანსებია“, - განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.

ალბარესმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი აწარმოებს.

„ესპანეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს და ამას არც სხვა ქვეყნები გეგმავენ. ჯარებს არც უკრაინა ითხოვს, ისინი სხვა რამეს ითხოვენ“, - აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

„პუტინს კონფლიქტის ესკალაციისთვის რაიმე მიზეზი არ სჭირდება. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია. ტერორისტულ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება, რომელიც ჩვენ დავგმეთ? უკრაინას ამ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. პუტინს მიზეზი არ სჭირდება“, - განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს