„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩა N163-თან არსებულ სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 26 მარტს დღის 14:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს; აეროდრომის დასახლების ნაწილს, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს, ვარკეთილი 3-ის IV მიკრო რაიონს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა