მამუკა მდინარაძე - საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, იცით? გოიმი რომ ორ წიგნს კითხულობს, არც მეტს და არც ნაკლებს და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა

ეს ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია, როგორც ირაკლი კობახიძემ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია გაიგო, ვერც ფროიდი გაიგო, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე, ვერცერთი გაუგია და რაღა ველაპარაკოთ, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმად, ლევან ბერძენიშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივაზე მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „მალე ოიდიპოს მეფეც აიკრძალება“.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მითოლოგიაში ოიდიპოს მეფის დედაზე გაუცნობიერებელი ამბავი ხდება და ამის შესახებ ვინმემ უთხრას ბერძენიშვილს, „იქნებ, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს“.

„საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, იცით? გოიმი რომ ორ წიგნს კითხულობს, არც მეტს და არც ნაკლებს, ზუსტად ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა, აი, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი და თავის მხრივ, ეს ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია, როგორც ირაკლი კობახიძემ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია გაიგო, ვერც ფროიდი გაიგო, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე, ვერცერთი გაუგია და რაღა ველაპარაკოთ. გაუმხილეთ, ვიღაცამ უთხარით, რომ მითოლოგიაში, იქ, რაღაც გაუცნობიერებელი ამბავიც იყო დედამისთან დაკავშირებით-თქო და მოუყევით ერთი, ვინმემ, იქნებ, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს. სასწაული ამბავია, ასეთი გოიმობა და ამ გოიმობის „ტრენდის“ ქვეშ ხალხის მოტყუება არის საშინელება. ასეთ „ტრენდს“ აყოლა, ვითომ მოგონილ „ტრენდს“ აყოლა - ამაზე დიდი გოიმობა არ არსებობს, რასაც ისინი აკეთებენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის