მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურად და ახლა მისი ხელმძღვანელობით ყველა ერთად ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ - ვიღაცა რომ გამოხტება და რაღაცებს დააბრალებს, არ გვაინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურადაც და ახლა ყველა ერთად მისი ხელმძღვანელობით ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ - კეთილისათვის ბოროტის იარლიყის მიწებება არის უდიდესი ბოროტება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსის ფუკუიამას განცხადება შეაფასა, რომ "ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს, ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც დემოკრატიას ანგრევს".

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა თეთრს და შავს ძალიან კარგად არჩევს.

"რეალურად, რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ შიგნით, ბიძინა ივანიშვილის არის მეცენატი, შემოქმედი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც ეს ქვეყანა მართლა გადაარჩინა. კაცმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურადაც და ახლა ყველა ერთად მისი ხელმძღვანელობით ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ ეს ქვეყანა გადაჭარბების გარეშე. ვიღაცა რომ გამოხტება და რაღაცებს დააბრალებს, არ გვაინტერესებს, არ არის საინტერესო. როცა ადამიანი აკეთებს სიკეთეებს და უნდათ, რომ იმას ბოროტის იარლიყი მიაწებოს, ამაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ბოროტის იარლიყის მიწებება კეთილისათვის არის უდიდესი ბოროტება. კეთილს და ბოროტს, თეთრს და შავს ამ ქვეყანაში არჩევს საზოგადოება ძალიან კარგად," - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს