USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამა და „მერების შეთანხმების“ აღმოსავლეთის ოფისი მუნიციპალიტეტების მერებს უმასპინძლებს

USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „მერების შეთანხმების“ აღმოსავლეთის ოფისთან პარტნიორობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს 32 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრებიან, მუნიციპალური წყლის რესურსების მართვას, წყლის უსაფრთხოებასა და წყალთან დაკავშირებულ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას განიხილავენ.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეეწყოს დიალოგს წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს ახლად მიღებული კანონის გავლენებზე ურბანული წყლის რესურსების მდგრად მართვაში. მონაწილეებმა გაიღრმავონ და გააზიარონ არსებული ცოდნა წყლის უსაფრთხოებასა და წყლის რესურსების მდგარდი მართვის მნიშვნელობაზე კლიმატისადმი მედეგი ადგილობრივი განვითარების კონტექსტში და იმსჯელონ კლიმატის ცვლილების პირობებში წყლის რესურსების მდგრად მართვაში ადმინისტრაციული ერთეულების კონკრეტულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

მომხსენებლები მონაწილეებთან ისაუბრებენ წყლის რესურსებისა და გარემოს მართვაზე მუნიციპალიტეტებში, მდინარის სააუზო მართვის მიდგომებზე, მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და წყლის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ბუნებრივ გადაწყვეტებზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით.

ღონისძიებაზე ისაუბრებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი.

დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართავენ USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამის ხელმძღვანელი, ერიკ ვიალა, USAID-ის კავკასიის ოფისის დელეგატები და “მერების შეთანხმების” აღმოსავლეთის ოფისის გუნდის ხელმძღვანელი, კრისტოფ ფრერინგი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება