თემქაზე მამაკაცი დაჭრეს

თემქაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის მიმდებარედ ერთი პირი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მომხმარებლებს შორის შელაპარაკება ბანკში დაიწყო, რის შემდეგაც დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს და ერთ-ერთმა მეორეს მუცლის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება