თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარული სესია მიმდინარეობს.

როგორც თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გორდულაძე მონაწილეობენ.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაზე, რომელიც კონგრესის პრეზიდენტმა მარკ ქულსიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა გახსნეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომის თაობაზე გაიმართა დებატები. აგრეთვე კენჭი ეყარა დეკლარაციის პროექტს უკრაინელი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ. ამას გარდა, კონგრესის 46-ე სესიაზე დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები, როგორც კანონის უზენაესობის მოქმედი პირები და გარანტორები; გარემოსდაცვითი საკითხები; ადგილობრივი და რეგიონული პასუხები ბუნებრივ კატასტროფებსა და კლიმატურ რისკებზე; გაეროს მომავლის სამიტი; ჩარჩო კონვენციის პროექტი ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე და სხვა.

კონგრესზე ასევე წარმოდგენილი იქნება იტალიის, ნორვეგიის, ანდორის, მონტენეგროს, საფრანგეთის, ხორვატიის ადგილობრივ თვითმმართველობებში ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგის ანგარიშები. კონგრესის წევრები გაეცნობიან და კენჭს უყრიან მოლდოვაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, ლიხტენშტეინის თავმჯდომარეობის ფარგლებში, კონგრესს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და გარემოსდაცვის მინისტრი საბინე მონაუნი. სესიის მსვლელობისას დაგეგმილია მოსაზრებების გაზიარება თემაზე: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლი ბელარუსული დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო