გურამ მაჭარაშვილი - რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რეალური ხდება თავსმოხვეული იდეა, რასაც ჰქვია გაუკუღმართებული ცხოვრება - რატომ არ ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ლგბტ პროპაგანდის მომხრე არიან?

გვინდა, კონსტიტუციურ დონეზე გარანტირებულად იყოს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ ბოდვებს, მათ ხან სიზმარში ელანდებათ შავი ხვრელები, ხან ეჩვენებათ, რომ რეალური პრობლემა არ არის პრობლემა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ საკონსტიტუციო ინიციატივის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციიდან ვერავინ ამბობს ამაყად, რომ მომხრეა ლგბტ პროპაგანდის, რადგან ამას “მათი ამომრჩევლის უმრავლესობა არ ემხრობა”.

“პრობლემა, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია, არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის კაცობრიობის პრობლემა და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რეალური ხდება ის თავსმოხვეული იდეა, რასაც ჰქვია გაუკუღმართებული ცხოვრება. თურმე ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომ ეს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და ა.შ. ეს ვნახეთ, სამწუხაროდ, დიდი სახელმწიფოების დონეზე, მათ შორის ნორმატიული აქტის გამოცემით, კანონების მიღებით. ამიტომ კონსტიტუციურ დონეზე გვინდა, გარანტირებულად იყოს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და როგორც დღესაა გარანტირებულად, ასე გაგრძელდება ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა.

რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ ბოდვებს, მათ ხან სიზმარში ელანდებათ შავი ხვრელები, ხან ეჩვენებათ, რომ რეალური პრობლემა არ არის პრობლემა. ისინი ვერაფერს ამბობენ ამ თემაზე. რატომ არ ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მომხრე არიან. ამაყად დადგა ვინმე და თქვა, რომ მომხრე არიან ლგბტ პროპაგანდის? - ვერა. იმიტომ, რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობა არ ემხრობა ამას”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს