კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ალკალას უნივერსიტეტის „ინსტიტუციური აღიარების ჯილდო“ გადაეცა

2024 წლის 21 მარტს ალკალას უნივერსიტეტში ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ჟიურის გადაწყვეტილებით, ალკალას უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში სამეწარმეო ღირებულებების პოპულარიზაციისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „ინსტიტუციური აღიარების ჯილდო“ გადაეცა.

„დაჯილდოების ცერემონიას საპატიო მიწვევით ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნატო ჩიქოვანი, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო და მიესალმა დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ალკალას უნივერსიტეტთან უკვე 10 წელია თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ორ უნივერსიტეტს შორის, როგორც ორმხრივი ხელშეკრულების, ისე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი პროექტები და სამეცნიერო თანამშრომლობა.

2024 წლის თებერვალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა ჩართული იყო როგორც თანამონაწილე ორგანიზაცია, ხოლო აღნიშნული სკოლის დირექტორი, პროფ. ფერნანდო კრესენტე და ალკალას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფ. მარია სარაბია პლენარული მოხსენებით გამოვიდნენ კონფერენციის საზეიმო გახსნაზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავაც აგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ესპანეთის უნივერსიტეტებთან სხვადასხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს