გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ტაჯიკეთის რესპუბლიკის პროკურატურის, სამინისტროების, პრეზიდენტის აპარატის და ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, დელეგაციის წევრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალიზოდა ნიგინამ, თავის მხრივ, პროკურატურის წარმომადგენლებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების იმპლემენტაციის და შემდგომი სრულყოფის პროცესში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს პროკურატურა, წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრებს დაინტერესებული ქვეყნების სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან სამომავლოდაც გააგრძელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს