საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს კლაუს ჰიპი შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს საქართველოში ვიზიტად მყოფი მეცენატი, ცნობილი გერმანელი ხელოვანი და მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელი, სტუ-ის საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კლაუს ჰიპმა სტუდენტებს შესთავაზა ქართული ბიზნესისთვის შექმნან ტრადიციებზე დაფუძნებული, ექსკლუზიური, ბრენდირებული აქსესუარი, რომლითაც ბიზნესსექტორი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარდგება.

როგორც კლაუს ჰიპი აცხადებს, მსოფლიო სტანდარტები, ახალი მიდგომები, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული კონცეფცია – „დიზაინ აზროვნება“, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ძირითადი მახასიათებელი, რაც სტუდენტებს მაღალკვალიფიციურ კადრად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.

“საქართველოსთან, კონკრეტულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. მუსიკოსმა გია ქობულაშვილმა გამაცნო საქართველოს ისტორია, ტრადიციები. 2000 წელს ქარვასლაში ჩემი პირველი გამოფენა შედგა, ამ პერიოდიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში ვმოღვაწეობდი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩემი ასისტენტის, ნინო ახობაძის მეშვეობით დავუკავშირდი. დიზაინის საერთაშორისო სკოლა არის ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი, სადაც მუშაობენ არა მხოლოდ თეორეტიკოსები, არამედ პრაქტიკოსებიც, რაც ძალიან კარგია პროფესიონალი კადრის ჩამოსაყალიბებლად. სტუდენტები ძალიან დიდ ინტერესს ამჟღავნებენ, აქტიურად ერთვებიან ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და წარმატებებს აღწევენ, ამიტომ შევთავაზე მათ ქართული ბიზნესისთვის შექმნან ტრადიციებზე დაფუძნებული, ექსკლუზიური, ბრენდირებული აქსესუარები. ვფიქრობ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს სამუშაოს”, - განაცხადა კლაუს ჰიპმა.

როგორც სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი, ნინო ახობაძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურს, გამარჯვებულები მიდიან გერმანიაში. ამ პროექტის ფარგლებში 35-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.

სტუ-ის ინფორმაციით, დიზაინის საერთაშორისო სკოლა კლაუს ჰიპის იდეის განსახორციელებლად სტუდენტებისთვის კონკურსს გამოაცხადებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს