გიორგი ბაჩიაშვილი - ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი სამარცხვინო დღეა - უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მისი ბრალდების საქმეს საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილმა განაცხადა, დღევანდელი დღე ქართული სასამართლო სისტემისთვის სამარცხვინოა, რადგან მისი საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

„მხოლოდ ერთს ვიტყვი, დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, რადგან ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის