ირაკლი ნადირაძე - მაშინ, როდესაც მოსახლეობა გაღარიბდა, ღარიბაშვილი და ივანიშვილის მთავრობის წევრები ხალხის ხარჯზე მილიონერები გახდნენ

მაშინ, როდესაც მოსახლეობა გაღარიბდა, ღარიბაშვილი და ივანიშვილის მთავრობის წევრები ხალხის ხარჯზე მილიონერები გახდნენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „მთავრობის მთავარი საზრუნავი არის არა გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, არამედ ის, რომ მას და მის გარემოცვას დამატებითი მილიონები ხალხის ხარჯზე ეშოვათ“.

„ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობა გაღარიბდა, ღარიბაშვილი მილიონერი გახდა, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ძალიან ბევრი წევრი. ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ პენსიონერმა მამამ აჩუქა 150 ათასი ლარი, არადა ამ ქვეყანაში ასობით ათას პენსიონერს საპენსიო სესხი ვერ დაუფარავს და თვიდან თვემდე თავი ვერ გააქვს. ეს ყველაფერი არის ჩვენი მოქალაქეების დაცინვა და სხვა არაფერი. ივანიშვილის მთავრობის მთავარი საზრუნავი არის არა გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, არა ის, რომ ასი ათასზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან არის წასული, არამედ ის, რომ მას და მის გარემოცვას დამატებითი მილიონები ხალხის ხარჯზე ეშოვათ“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს