ელჩი - თუ მიუბრუნდებით გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა, დავინახავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროებას - ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით

თუ მიუბრუნდებით გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის შეიმუშავა გასულ წელს, დავინახავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროებას და ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორი უნდა იყოს პროცედურა, ამის განხილვა საჭიროა ჩვენს ქართველ კოლეგებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ე.წ. ვეტინგის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, საბოლოო მიზანი არის დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის მიღება, რომელმაც საქართველოში დემოკრატია უნდა გააძლიეროს.

„სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური სასამართლო სისტემა ყველა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ გაფართოების ყველა ქვეყნისთვის და რეალურად, ჩვენივე წევრი ქვეყნებისთვის ევროკომისია აყენებს სასამართლო რეფორმას, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულს. ეს, ასევე, არის ერთ-ერთი ცხრა ნაბიჯიდან. თუ მივუბრუნდებით გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის შეიმუშავა გასულ წელს, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა გასული წლის ოქტომბერში, დავინახავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროებას და ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორი უნდა იყოს პროცედურა, ამის განხილვა საჭიროა ჩვენს ქართველ კოლეგებთან. მზად ვართ დაგეხმაროთ და გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც ჩვენ, ევროკომისიამ, უკვე შევიძინეთ სხვა ქვეყნებთან მუშაობის პროცესში, რომლებიც გაფართოების გზაზე არიან. კვლავაც, მიზანია, რომ საქართველოში იყოს სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი დემოკრატია“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება