მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - თავი დაანებონ ამ შემოვლებს და პირდაპირ გვითხრან, რა უნდათ - არც შიგნით დაედგომებათ და ვერც თავის პატრონებს, დამფინანსებლებს ეუბნებიან, რომ ამ საკითხის წინააღმდეგ წავლენ, არც იქ მიიღებენ, არც აქ

თავი დაანებონ [ოპოზიციონერებმა] ამ შემოვლებს და პირდაპირ გვითხრან, რა უნდათ - მე ვიცი, რა უნდათ: არც შიგნით დაედგომებათ და ვერც თავის პატრონებს, დამფინანსებლებს ეუბნებიან, რომ ამ საკითხის წინააღმდეგ წავლენ, არც იქ მიიღებენ და არც აქ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო ინიციატივაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, აღნიშნულ საკითხზე უფლებები და პროპაგანდა გამიჯნოს, ოპოზიციას

კი სურს ხალხს ეგონოს, რომ უფლებები და პოპულარიზაცია ერთი და იგივეა.

„გვესმის სამწუხარო მოწოდებები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან; ტრანსგენდერ ბავშვებზე მიმართვები - ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერიდან იყო ასეთი მიმართვა: „მივმართავ ტრანსგენდერ ბავშვებს“. ასეთ მიმართვას თავის ქვეყანაში აკრიტიკებს მოსახლეობის უმრავლესობა და დიდი ამბავი ჩვენი მეგობრული კრიტიკა მიიღოს ნებისმიერმა. რა ტრანსგენდერი ბავშვი, ხალხო? ვიგონებთ ამას? რომის პაპის განცხადება მოვიგონეთ? რატომ დასჭირდა იმ კაცს ასეთი რაღაცის თქმა? - გამოწვევა დაინახა, ხომ? დედას და მამას დედა და მამა არ დაუძახოთ, მშობელი დაუძახეთო, ჩვენ ხომ არ მოგვიგონია?! ჩვენს მეგობარ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდეთ, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი მსხვილი ბრენდული კვების ობიექტი ავრცელებდა თავის ერთ პროდუქტთან ერთად ძალიან ცნობილი, ძალიან დიდი წარმატების მქონე ადამიანის ბიოგრაფიას იმგვარად, რომ ეს ადამიანი, მიუხედავად მსოფლიო ცნობადობისა და გენიოსობისა, ბედნიერი ვერ გახდა, სანამ არ დაქორწინდა იმავე სქესის ადამიანზე. ეს თუ პროპაგანდა არ არის, შემეწინააღმდეგონ და გვითხრან, რომელ პუნქტს არ ეთანხმებიან. თავი დაანებონ ამ შემოვლებს და პირდაპირ გვითხრან, რა უნდათ. მე ვიცი, რა უნდათ - არც შიგნით დაედგომებათ და ვერც თავის პატრონებს, დამფინანსებლებს ეუბნებიან, რომ ამ საკითხის წინააღმდეგ წავლენ. არც იქ მიიღებენ და არც აქ. ამ დღეში არიან და ამას ვერ გამოვუსწორებთ. ეროვნულ საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ვცდილობთ მის აქტუალიზაციას და გამოწვევებს დავაზღვევთ.

თვითონ არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების დიდი ნაწილიც ეწინააღმდეგება პროპაგანდას. ისინი ხვდებიან, რომ რეალურად ვზრუნავთ მათ უფლებებზე და არა ამ საკითხის პოპულარიზაციაზე. ჩვენი მიზანია უფლებები და პოპულარიზაცია, პროპაგანდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, მათი [ოპოზიციის] მიზანია, ხალხს ეგონოს, რომ უფლებები და პოპულარიზაცია ერთი და იგივეა. ამას არ დავუშვებთ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო