მოსამართლეობის კანდიდატი ირაკლი ბონდარენკო - ყველაფერი შეიძლება მოითმინოს ადამიანმა, მაგრამ როდესაც საკითხი სასამართლო დამოუკიდებლობას შეეხება, კომენტარების მოთმენა შეუძლებელია

მოსამართლის კეთილსინდისიერება არაერთგზის მოწმდება. ყველაფერი შეიძლება მოითმინოს ადამიანმა, მაგრამ როდესაც საკითხი სასამართლო დამოუკიდებლობას შეეხება, კომენტარების მოთმენა შეუძლებელია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ირაკლი ბონდარენკომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გასაუბრების დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს წინააღმდეგ ისეთი პროპაგანდა მიმდინარეობს, რომელიც არა მხოლოდ მოსამართლეებს, პროპაგანდის ავტორებსაც აზიანებს, რადგან მათ სასამართლოს მიმართ „ასეთი ტონით საუბარი არ უხდებათ“.

„ცუდია, როდესაც არსებობენ ადამიანები, ჯგუფები, პოლიტიკოსები და სხვები, ვინც სასამართლოზე ზემოქმედებას ცდილობენ. ყველაფერი შეიძლება მოითმინოს ადამიანმა, მაგრამ როდესაც საკითხი სასამართლო დამოუკიდებლობას შეეხება, კომენტარების მოთმენა შეუძლებელია.

ცუდია, რომ მიმდინარეობს ისეთი პროპაგანდა, რომელიც არა მხოლოდ მოსამართლეებს, პროპაგანდის ავტორებსაც ძალიან აზიანებს, რადგან მათ სასამართლოს მიმართ ასეთი ტონით საუბარი ნამდვილად არ უხდებათ. მოსამართლეები ისეთი საქმიანობით ვართ დაკავებული, რომ არ გვაქვს უფლება, პოლიტიკურ დისკუსიასა და შეფასებებში ჩავერთოთ, თუმცა როდესაც საუბარი სასამართლოს მომავალზეა, ვფიქრობ, ასეთ დროს მოგვიწევს, ნებისმიერი მოვლენის მიმართ, ჩვენი ღია პოზიცია დავაფიქსიროთ.

მოსამართლის კეთილსინდისიერება არაერთგზის მოწმდება. ეს კანონი ძალიან კარგად არის გაწერილი და აღსრულებადიცაა. არ სჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება ამ ამბავს იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დადგეს“, - განაცხადა ირაკლი ბონდარენკომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში