ბექა ოდიშარია - მინდა, მივუსამძიმრო „ნაცმოძრაობას“, რომ ვერა და ვერ ამოიღლიავეს ევროპული სასამართლო - სტრასბურგის სასამართლომ რომ ნიკა გვარამიას სარჩელი არ მიიღო, ეს მრავლისმთქმელია

სტრასბურგის სასამართლოს მადლობას ვუცხადებ და მინდა, მივუსამძიმრო „ნაცმოძრაობას“, რომ ვერა და ვერ ამოიღლიავეს ევროპული სასამართლო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. აღნიშნულით ის გამოეხმაურა პარტია „ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

ოდიშარიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ, რომ ნიკა გვარამიას სარჩელი არ მიიღო, ეს მრავლისმთქმელია.

„რუსული ფილმი - „შეხვედრის ადგილი შეუცვლელია“ მახსენდება, რომლის მთავარი გმირის ამბობს, რომ ქურდი ქურდია და ციხეში უნდა იჯდეს. ამ შემთხვევაში, გვარამიას არავინ აიძულებს, რომ ციხეში შებრუნდეს, მაგრამ ხომ უნდა გაიგოს? ევროპულმა სასამართლომ რამდენჯერ უნდა თქვას, როცა საკუთარ ტელევიზიას, ოჯახის წევრს თუ საკუთარ ბანკს ჰპარავ, ქურდი ქურდია და ის დამნაშავეა. სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი რომ არ მიიღო, ეს მრავლისმთქმელია. პრაქტიკულად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ელჩი იყო რადიკალური ოპოზიციის გეგმა-ზრახვების განხორციელების ინსტრუმენტი და მან პოლიტპატიმრად გამოგვიცხადა ცესკო-ში შევარდნები, პარლამენტის გადამტრიალებლები, მკვლელები, ბიუჯეტის მძარცველები. ეს სამართალია? - ამას ახალ ელჩზე ვერ ვიტყვი, რომელიც ემოციურადაც კი ჩანდა, გუშინ საქართველოს როგორ გულშემატკივრობდა და ჩვენთან ერთად იყო მატჩის დროს კელი დეგნანისგან განსხვავებით, რომელიც როცა კულტურულ ღონისძიებებს ვატარებდით, ფილმი „გარაჟი”-ს გუსკოვის ცოლივით დადიოდა მანქანების სადგომების განაწილებაზე და სამთავრობო ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებდა. მან მოახერხა და იმდენი რამე დააზიანა, რაც ამერიკის მთავრობამ ამდენი წლის მანძილზე რუდუნებით აშენეს და რისიც მადლიერი ვართ. წინა ელჩმა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, მოსამართლე გამყალბებლად შერაცხეს და სანქციაც კი დაადეს. ამ ადამიანს რამხელა მორალური და რეპუტაციული ზიანი მიაყენეს, დასაჯეს და ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად არ გაუშვეს. სტრასბურგის სასამართლოს მადლობას ვუცხადებ და მინდა, მივუსამძიმრო „ნაცმოძრაობას“, რომ ვერა და ვერ ამოიღლიავეს ევროპული სასამართლო. განსხვავებით ზოგიერთი დიპკორპუსისგან და „ენჯეოებზე“ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, მათი ხელის გოგო-ბიჭები არიან და რასაც ესენი გადაუყრიან საკენკად, იმას ტირაჟირებენ”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო