GITA-ს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში ცნობილია

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამას 6 გამარჯვებული ჰყავს:

  • დამსი ბლოკი - პროექტის მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიით გადამუშავებული პლასტმასის და მინის ნარჩენებისგან კონსტრუქციებისა და ტექნოლოგიების წარმოება.
  • Svansky - საფეხბურთო ტექნიკური ინოვაცია, რომლის მიზანია დედამიწაზე დასრულდეს ორგანზომილებიანი ფეხბურთის 150 წლიანი ხანა და დაიწყოს ფეხბურთის ახალი, სამგანზომილებიანი ერა ახალი ტაქტიკითა და სტრატეგიით.
  • Arex - გაძლიერებული რეალობის ტექნოლოგიის აპლიკაცია უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიებისთვის
  • ნეთმარკი - გეოლოკაციაზე დაფუძნებული სოციალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას დატოვოს თავისი ციფრული კვალი, და აღნიშნოს საკუთარი უნიკალური ისტორიები AR სამყაროში.
  • EstReal - უძრავი ქონების ანალიტიკური სერვისის შექმნა, რომელიც დეველოპერებს დაეხმარება გაიგონ, რა არის ყველაზე ოპტიმალური სახლი ასაშენებლად, სად ააშენონ და რა ფასად გაყიდონ. ხოლო ბროკერებს და ინვესტორებს კი დაეხმარება იპოვონ შესაბამისი უძრავი ქონება.
  • Back to the Collis – 2D სათავგადასავლო ვიდეო თამაში უნიკალური ხელით ნახატი ატმოსფეროთი, მდიდარი სიუჟეტითა და ლოგიკური თავსატეხებით.

ორგანიზატორების ცნობით, რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ხელი შეუწყოს; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

„საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე გამოვლინდა 41 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ gita.gov.ge-ზე. აჭარას, გურიასა და იმერეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 29 იანვრიდან შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.

შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის