ოლაფ შოლცი - პუტინთან ბოლო საუბარი 2022 წლის დეკემბერში მქონდა - მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, პუტინმა უბრალოდ თავისი ბარბაროსული კამპანია უნდა შეწყვიტოს და ჯარები გაიყვანოს

ვლადიმერ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში მქონდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ გაზეთ MAZ-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა, იქამდე უფრო ხშირად ვსაუბრობდით. ომამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში, პირადად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. გახსოვთ ის გრძელი მაგიდა, რომელზეც მასთან ერთად დაჯდომა მომიწია, რადგან იგი კორონავირუსის გამო წუხდა? ოთხ საათზე მეტ ხანს ვისაუბრეთ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი ჯარებს გაიყვანს.

„შუამავლობის ინიციატივები ყოველთვის იყო. მაგალითად, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ომის დაწყებისთანავე გაიმართა. მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან რუსეთმა იგი თავისი ჯარების აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილების საბაბად გამოიყენა. შემდეგ ბუჩასა და ირპინის ხოცვა-ჟლეტის შესახებ გახდა ცნობილი - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულის შესახებ. ამჟამად, რიგი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე განიხილავენ იმას, თუ რა შეიძლება იყოს ის, რაც სამშვიდობო პროცესს გამოიწვევს, მაგრამ, ნება მომეცით, ერთი რამ მკაფიოდ განვაცხადო: მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. პუტინმა უბრალოდ თავისი ბარბაროსული კამპანია უნდა შეწყვიტოს და თავისი ჯარები გაიყვანოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია