შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ვფიქრობ, საზოგადოების მხარდაჭერა აშკარაა ამ საკითხის მიმართ - ოპოზიციის სიჩუმე გვაჩვენებს, რომ რაიმე კრიტიკა არ აქვთ, ერთადერთია, ვერ ბედავენ, მხარდაჭერას

ვფიქრობ, საზოგადოების მხარდაჭერა აშკარაა ამ საკითხის მიმართ და არის მშვიდი განხილვა. მათ შორის ოპოზიციის რეაქცია, მათი სიჩუმე გვაჩვენებს, რომ ამ საკითხის მიმართ რაიმე კრიტიკა არ აქვთ, ერთადერთია, რომ ვერ ბედავენ, მხარდაჭერას, რადგან ჯერჯერობით ამ მხრივ აქვთ გარკვეული შიში და მორიდება საკუთარი დავალების მიმცემების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის ცვლილებები, რომლებიც წარმოდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების და კანონის სახით, იქნება საყოველთაო განხილვის საგანი.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ არ მოხდეს ზედმეტი ემოციების შემოტანა ამ დისკუსიაში. ვფიქრობ, რომ დისკუსია ძალიან კარგად და მშვიდად მიმდინარეობს. ვფიქრობ, საზოგადოების მხარდაჭერა აშკარაა ამ საკითხის მიმართ და არის მშვიდი განხილვა. მათ შორის ოპოზიციის რეაქცია, მათი სიჩუმე გვაჩვენებს, რომ ამ საკითხის მიმართ რაიმე კრიტიკა არ აქვთ, ერთადერთია, რომ ვერ ბედავენ მხარდაჭერას, რადგან ჯერჯერობით ამ მხრივ აქვთ გარკვეული შიში და მორიდება საკუთარი დავალების მიმცემების მიმართ. ამიტომ საკითხი საკმაოდ ცხადია. ის ცვლილებები, რომლებიც წარმოდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების და კანონის სახით, იქნება საყოველთაო განხილვის საგანი. მთელი საზოგადოება ამ საკითხში იქნება ჩართული და რა თქმა უნდა, ის, რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოება დაადგენს, არის ის წესი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დამტკიცდეს შემდეგ როგორც კანონი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ის განხილვა, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარეობს დღესდღეობით, ადასტურებს, რომ ადამიანები ამ რისკებს ხედავენ და საქართველოს მოქალაქეების სურვილია, რომ ეს რისკები იყო დაზღვეული, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.

„არგუმენტები მარტივია, ის გამოწვევები, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს და ჩანს, რომ მსოფლიოში ტრენდია და ჩანს, რომ ეს ტრენდები საქართველოში ინაცვლებს, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დროულად ჩამოვყალიბდეთ რა არის საზოგადოების პოზიცია, რა არის ის ჩარჩო, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება და სოციალური მოწყობა არსებობდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მომენტშივე იყოს ამაზე რეაქცია. ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იმ დონემდეა მისული, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უწევს ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლები და პოლიტიკური განცხადებები. აბსურდამდეა მისული ეს დისკუსიები, აღარ გავიმეორებ იმ ციტატებს და მაგალითებს, რაც არის, მაგრამ საზოგადოება და ის განხილვა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში მიმდინარეობს დღესდღეობით, ადასტურებს, რომ ადამიანები ამ რისკებს ხედავენ, საქართველოს მოქალაქეების სურვილია, რომ ეს რისკები იყო დაზღვეული. ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს საკუთარ ხალხს და უზრუნველყოფს საკუთარი ხალხის ინტერესების გატარებას”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია