შალვა პაპუაშვილი - კეთილსინდისიერების პრობლემა არსებობს იმ ჯგუფებში, სადაც კრიმინალ სააკაშვილს მეგობრად მოიხსენიებენ - შენიშვნებს იმ ადამიანებისგან ვერ მივიღებთ, რომლებიც სამართალს, კანონსა და დემოკრატიას ასე ხედავენ

თუკი სადმე კეთილსინდისიერების პრობლემა არსებობს, არსებობს იმ ჯგუფებში, სადაც კრიმინალ მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდნენ და მეგობრად მოიხსენიებენ - მითითებებსა და შენიშვნებს მართლმსაჯულებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იმ ადამიანებისგან ვერ მივიღებთ, რომლებიც სამართალს, კანონსა და დემოკრატიას ასე ხედავენ! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არა სუს-ის მოქმედება და მიხეილ სააკაშვილის დაკავება, „ბევრმა უცხოეთში ქართველი ხალხის არეულობისთვის გასწირა“.

„სააკაშვილი სასჯელისა და სანქციებისგან გვერდის ავლით ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, იმ კაბინეტებში დადიოდა, სადაც დღეს ზურაბ ადეიშვილს ვხედავთ, მას ხელს ართმევდნენ, კონგრესებზე ეპატიჟებოდნენ და ამით აგულიანებდნენ, რათა საქართველოში საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა. ბევრმა უცხოეთში ქართველი ხალხი გასწირა იმისთვის, რომ სააკაშვილი ჩუმად შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მოქმედება, რომელმაც სააკაშვილის შემოპარვა დროულად გამოავლინა, დაიჭირა და ზის იქ, სადაც ზის, ვინ იცის, დღეს რა იქნებოდა - ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი ტანკი დადგებოდა თბილისის ქუჩებში. დღეს როდესაც მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებზე გველაპარაკებიან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენები ზუსტად იმ სასამართლომ გამოიტანა, რომელი სასამართლოს გადაწყვეტილებები სტრასბურგმა რამდენჯერმე მოიწონა. სად არის იმ ხალხის ბოდიშები, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდა და მას ასეთი საქციელისკენ აგულიანებდა?! - რომ არა სუს-ის მოქმედება, ჩვენ ფაქტობრივად არეულობისთვის გაგვწირეს ისე, რომ შემდგომ არც არავინ წუხილი არ გამოუხატავს და ბოდიში არ მოუხდია! არც არავინ თქვა, რომ არ იცოდნენ სააკაშვილი ამას თუ დააპირებდა. სააკაშვილი დღემდე არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ისმის ქედმაღლური განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე სააკაშვილი უნდა გადავცეთ. დღემდე ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე იწვევენ და ახსენებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება