შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე - იქნება განხილვები, პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, შეუძლია იქ წარმოადგინოს

იქნება განხილვები, პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს შეუძლია იქ წარმოადგინოს - მე მგონია, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის ბრიფინგს, რომელიც საარჩევნო კოდექსში არსებულ ცვლილებებს ეხებოდა.

პაპუაშვილის თქმით, ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ ტექნიკურ შემოთავაზებას არ აქვს.

„იქნება განხილვები, პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს შეუძლია იქ წარმოადგინოს. მე მგონია, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია. ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს. ეს არის სუფთა პრაქტიკული საკითხი, რომელიც გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხდება ფუჭად ხარჯვა რესურსისა, მათ შორის საბიუჯეტო რესურსის მეორე ტურისთვის, როდესაც მინიმალური სხვაობის გამო საჭიროა ხელახლა როგორც კომისიების, ასევე სხვა რესურსის დახარჯვა. ამისის სტატისტიკაც არსებობს და კომიტეტებში როცა განიხილება, ამას თვითონაც ნახავენ. რაც მთავარია ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ ტექნიკურ შემოთავაზებას არ აქვს, თუ არადა იქნება ღია მსჯელობა და საუბარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან „ქართულ ოცნებას რამდენიმე ინიციატივით მიმართა.

„შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი, არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.

ასევე, პროექტიდან ამოიღეთ მეორე ცვლილება, რომელიც მიმართულია თქვენს მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს