შალვა პაპუაშვილი - ასეთი განწყობა რომ გექნება ადამიანს შენი ნაკრების, გამარჯვების მიმართ, ეს აჩვენებს, რატომ უნდოდათ ზოგიერთ ჯგუფებს გვარამია და მელია ყოფილიყვნენ გარეთ - ქართველები როგორც იქცევიან, გამოჩნდა სტადიონზე, 50 ათასი ადამიანი ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას

„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი არის, ვისაც უნდა, ხალხს ყველაფერი ჩააშხამოს, როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტინქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ დღესასწაული, სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ადამიანს შენი ქვეყნის, ნაკრების, გამარჯვების მიმართ, ასეთი განწყობა რომ გექნება, ეს აჩვენებს სინამდვილეში, თუ რატომ უნდოდათ ზოგიერთ ჯგუფებს, რომ ნიკა გვარამია და მელია ყოფილიყვნენ გარეთ, რათა ასეთი პროვოკაციები განეხორციელებინათ.

„ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, არ არის ქართული საქციელი, თვითონვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, ორგანიზაცია „შეცვალე“ არ ვიცი, ვისგან ფინანსდება, რადგან მათი უცხოური დაფინანსებები ჩვენს ქვეყანაში არ არის გამჭვირვალე, ქართველები ასე არ იქცევიან, ქართველები როგორც იქცევიან, ეს გამოჩნდა სტადიონზე, როდესაც 50 ათასი ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. „ნაციონალური მოძრაობის“ თაობა თუ გუნდი არის, ვისაც უნდა ეს ყველაფერი ხალხს ჩააშხამოს. როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტინქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ ეს დღესასწაული. სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, რომელიც დაცლილია მორალისგან, რომ როცა ადამიანი ზეიმობს, როგორი ბოროტი უნდა იყო დაგეგმო, განახორციელო ეს ყველაფერი, შემდეგ თავი მოიწონო. ასეთი განწყობა რომ გექნება ადამიანს შენი ქვეყნის, ნაკრების, გამარჯვების მიმართ, ეს აჩვენებს სინამდვილეში, რატომ უნდოდათ ზოგიერთ ჯგუფებს ნიკა გვარამია და მელია ყოფილიყვნენ გარეთ, რომ ასეთი პროვოკაციები განახორციელონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს მომენტები, როცა ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

„ასეთი ქმედებები გაგრძელდება, რადგან მიზანი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეიძულებინათ, შეეწყალებინა გვარამია, ეს იყო. მიზანი იმისა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდმა გირაო გადაიხადა, სწორედ ეს იყო. მაგრამ ხალხისგან საკადრისი პასუხი მიიღო ამ ჯგუფმა და ყოველ ჯერზე ქართველი ხალხი გასცემს მათ პასუხს. შეიძლება, ვიღაც მოგწონდეს, გძულდეს, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. სამწუხაროდ, შექმნილი გარკვეული კასტა, რომლებიც ამის მკადრებლები არიან. მათი ლიდერებიც არ იკადრებდნენ ამას. პარლამენტში ხომ მოვლენ, ნახავთ განწყობას, იკადრებს ამას ვინმე? მაგრამ საქმეც ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სწორედ ამას აკეთებენ, ზიზღს აღვივებენ საკუთარ გუნდის წევრებსა თუ მიმდევრებში, რომ ასეთი რაღაცები იკადრონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო