პარლამენტის თავმჯდომარე - დიდი შანსია, რომ ახალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს - „ნაცმოძრაობის“ საქმე ისე მიდის, რომ შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემები შეექმნათ

ყველა კვლევიდან ჩანს, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს - დიდი შანსია, რომ ჩვენ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს! - აღნიშნული პროგნოზი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, სხვა პარტიები თავადვე აღიარებენ, რომ ერთადერთი, ვისაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, “ნაციონალური მოძრაობაა“.

“ნაციონალური მოძრაობის“ საქმეც ისე მიდის, რომ შეიძლება მათაც პრობლემები შეექმნათ. ყველა სხვა პარტია თავადვე აღიარებს, რომ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანეს, რომ ბარიერის გადალახვის შანსიც არა აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება