დიმიტრი პესკოვმა „ტელეგრამის“ მფლობელს მოუწოდა, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უფრო ყურადღებით იყოს

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა „ტელეგრამის“ მფლობელს მოუწოდა, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უფრო ყურადღებით იყოს.

„ჩვენ პაველ დუროვისგან უფრო მეტ ყურადღებას ველით, რადგან ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს უნიკალური და ფენომენალური რესურსი, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი თაობის თვალწინ განვითარდა, ტერორისტების მიერ ტერორისტული მიზნებისთვის გამოსაყენებელ იარაღად იქცევა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთში „ტელეგრამის“ აპლიკაციის აკრძალვა არ იგეგმება.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გასულ პარასკევს, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირებთან დაკავშირება „ტელეგრამის“ არხის საშუალებით მოხდა, რომელიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფო - ხორასანს“ მიეკუთვნება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა