სომხეთის საგარეო უწყება - სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის შეხვედრა არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ

5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნება სომხეთ-ევროკავშირ-აშშ თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს და არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა.

„აზერბაიჯანული მხარე სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის არ არის ინკლუზიური ხასიათის და შესაძლოა სომხეთს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ უბიძგოს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის თანამშრომლობის გაძლიერებას მიეძღვნება და არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ანი ბადალიანმა.

მისი თქმით, რაც შეეხება აზერბაიჯანის ბრალდებებს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და მოლაპარაკებების პროცესში სომხური მხარის არაკონსტრუქციულების შესახებ, ერევანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, მოახდინოს საზღვრის დემარკაცია და გახსნას რეგიონალური კომუნიკაციები აზერბაიჯანთან უკვე შეთანხმებულ პრინციპებზე დაყრდნობით.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს