საქართველოს თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის (10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს.

ინფორმაციის თანახმად, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს, სათანადო პატივით სხვადასხვა ლოკაციაზე დაკრძალავენ. 5 იდენტიფიცირებული პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს