ირაკლი ნადირაძე - ამ ქალაქის და ქვეყნის ინტერესები ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ კორუფციამ შეჭამა

თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტარის დავით სონღულაშვილის ძმის კომპანიას, სხვადასხვა პროცედურული მანიპულაციებით ექვსი მილიონი ლარი აჩუქეს.

როგორც მან აღნიშნა, ეს თანხა თბილისელების ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მოგვარებას მოაკლდება.

„ფაქტია, ამ ქალაქის და ქვეყნის ინტერესები ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ კორუფციამ შეჭამა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა მუშაობს არა ხალხზე, არამედ ერთეულებზე, მხედველობაში სწორედაც ასეთი ფაქტები გვაქვს. ფაქტია, „ქართული ოცნების“ პარლამენტარის ძმის კომპანიას ქალაქის ბიუჯეტის სასარგებლოდ ცხრა მილიონი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა სხვადასხვა პროცედურული აფერისტობით ისე გააკეთეს, რომ ახლა ცხრა მილიონის ნაცვლად, სამ მილიონ ლარს გადაიხდის და ეს ექვსი მილიონი ლარი მოაკლდება თბილისელებს, მოაკლდება იმ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მოგვარებას, რომლებიც საკმაოდ მრავლად არის ამ ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს