უკრაინელი სამხედროები - რუსები კიდევ ერთი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ - ნოვომიხაილოვკასთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის აღებას ცდილობენ, თუმცა, იმის გამო, რომ ის სიმაღლეზე მდებარეობს, მტერი კურახოვოს მიმართულებით შეჭრას და ზურგის მხრიდან შესვლას ცდილობს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოკუპანტებს სურთ უგლედარში კურახოვოს გავლით ზურგის მხრიდან შესვლა. ქალაქის ალყაში მოქცევა ისე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიოს -ეს რუსების სტანდარტული ტაქტიკაა. ყველას ესმის სიტუაცია და ყველაფერს აკეთებს, რომ ალყაში მოქცევა არ მოხდეს“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ მიხაილ-ლუკა კაბუსმა.

მისივე თქმით, ამ წუთებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ნოვომიხაილოვკასთან, სადაც რუსებმა ყველაზე დიდი ძალა გადაისროლეს.

„ჯერ არ ვიცით, რა მიმართულებით წავლენ რუსები, მაგრამ ახლა მათი ერთადერთი ვარიანტია კურახოვოს მიმართულება, ანუ ხაზის გასწორება უნდათ და ცდილობენ გეორგიევკასკენ წინსვლას. ახლა მათ ყველაფერი რთულად გამოსდით, რასაც ოკუპანტები წინსვლას ეძახიან, მათთვის რეალურად ძალიან სისხლიანია“, - აღნიშნა სამხედრო მოსამსახურემ.

მისი თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსებმა უამრავი ტექნიკა და პერსონალი დაკარგეს, ამიტომ ფართომასშტაბიანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის.

„მაგრამ თუ მტერი გამოიყენებს საკმარის რეზერვებს, როგორც ეს იყო ავდიივკას მიმართულებით, მაშინ ალბათ ახალი გამოწვევები გვექნება. ახლა სიტუაცია, შეძლებისდაგვარად, სტაბილურია უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელთ არსებული საშუალებებით“, - განაცხადა კაბუსმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს