საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები - სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია 4 აპრილამდე გრძელდება

4 აპრილს დასრულდება რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდებზე.

BTU-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების გარშემო სისტემური ცოდნა აქვთ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს კარგად ფლობენ. კურსზე გავლილი საგნები მათ ცოდნის კიდევ უფრო სრულყოფასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტებია: უსაფრთხოების გამოწვევები, საფრთხეები და თანამედროვე ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, დაზვერვა ომსა და მშვიდობაში, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, დაზვერვის როლი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში, ღია წყაროების ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიზი, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პრინციპები და სხვა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ტუშას უნივერსიტეტი (იტალია) საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს ორმაგ დიპლომს, გაცვლითი პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადა კურიკულუმი.

გარდა იმისა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მაღალი დონის სასწავლო პროგრამებს სთავაზობს მაგისტრანტებს, მაგისტნატობის კანდიდატებისთვის სრული დაფინანსებით, საჩუქრად დაგეგმილია არაერთი აქტივობა. მათ შორისაა: საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები, შეხვედრები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან, გადამზადების პროგრამა ინგლისურ ენაში, შიდა გამოცდისთვის მოსამზადებელი შეხვედრები, პანელური დისკუსიები.

დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია