გორის მერია - სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება გრძელდება.

გორის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 620 მეტრია. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 499 498 ლარია.

„პროექტის მიხედვით, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე სანიაღვრე არხები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.საგზაო ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა ყველა დევნილთა დასახლებაში უკვე მოწესრიგებულია.

სამუშაოები მიმდინარეობს საქაშეთშიც - გზების მოვლა - პატრონობის პროექტით, მიმდინარეობს შიდა გზების ფრაქციული ღორღით მოწყობა.

სოფლებში შიდა საუბნო და ცენტრალური გზები ეტაპობრივად მოწესრიგდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება