აჯიბადემის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსუ-ს ეწვივნენ

თურქეთში მიღწეული შეთანხმების შედეგად, აჯიბადემის უნივერსიტეტის დელეგაცია ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მემეთ ოზეკის ხელმძღვანელობით თსუ-ს ეწვია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თურქეთში, აჯიბადემის უნივერსიტეტში თებერვალში ვიზიტის დროს თსუ-სა და აჯიბადემის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის შედეგად, ამ ორ უნივერსიტეტს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაიგეგმა.

„თსუ-ს რექტორის მოადგილის ერეკლე ასტახიშვილთან, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილთან და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჯიბადემის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირების საკითხს. ორივე უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გაიზიარებდნენ ერთმანეთის გამოცდილებას როგორც სამედიცინო პრაქტიკის, ასევე, აკადემიურ ნაწილში.

აჯიბადემის უნივერსიტეტი, რომელიც მაღალტექნოლოგიური სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა 2007 წელს დაარსდა და დღემდე, დინამიკური და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით, პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, ამზადებს ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება