გივი მიქანაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს დელეგაცია განათლების, პარლამენტის მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, სომხეთში შეხვედრებს აგრძელებს.

პარლამენტის ცნობით, გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს რუბენ რუბინიანს შეხვდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-სომხეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

„სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ქართულ მხარეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ