სოზარ სუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს ჰაიჭენგი სიუს და ატაშეს პოლიტიკური განყოფილებიდან ფენგი ლის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და, მათ შორის, პარტია „ხალხის ძალის" გეგმებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ძალიან განმტკიცდა, განსაკუთრებით სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერის და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ვისაუბრეთ ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის როგორც ფრენების რაოდენობის გაზრდის, ისე უფრო ფართო გეოგრაფიული დაფარვის კუთხით, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად გაზრდის ტურისტულ ნაკადს ორივე მხრიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაიზარდა სავაჭრო ურთიერთობებიც, რომელმაც პანდემიამდელ დონეს დიდად გადააჭარბა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ჩინეთის მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო პოლიტიკაში.

„გარდა იმისა, რომ ჩინეთი არის მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი განვითარების ლოკომოტივი, მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო იზრდება პოლიტიკაში მისი, როგორც სტაბილურობის უზრუნველმყოფის როლი, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც, რომელმაც არაერთი კონფლიქტი გადაიტანა", - განაცხადა „ხალხის ძალის" ლიდერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება