ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აკეთში, ჯურუყვეთსა და ღრმაღელეში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სამუშაო პროცესი ადგილზე კომპანიის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულეს.

„პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2024 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. შედეგად, სოფლების: აკეთის, ჯურუყვეთისა და ღრმაღელეს 1990 ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციის კუთხით 7 პროექტი მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის ხუთი პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მათი დასრულება 2024 წელს იგეგმება. ორი პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წელს დაიწყება და ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.

აღნიშნული პროექტებისთვის სახელმწიფო დაფინანსებით, ჯამურად, 115 მლნ. ლარი იხარჯება, რომელთა დასრულების შემდგომ გურიის რეგიონის 44 000-ამდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს