გენდერული ბალანსის საკითხებზე მომუშავე USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეწვივნენ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ USAID ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც თანამშრომელთა გენდერული ბალანსის საკითხებზე მუშაობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისინი ეხმარებიან კომპანიებს ქალებისთვის უფრო მიმზიდველი გახადონ პროფესიები, რომლებიც აქამდე, ტრადიციულად მამაკაცების პროფესიებად ითვლებოდა. ენერგოკომპანია წლებია აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში.

კომპანიის ინფორმაციით, სტუმრები ფოთში ჩავიდნენ და ვალენტინა ზიბზიბაძეს შეხვდნენ, რომელიც ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკოს-ელექტრიკოსი იყო. ვალენტინა სულ ახლახან დაწინაურდა და უბნის მენეჯერი გახდა.

,,ჩემთვის საინტერესო იყო გავცნობოდი ვალენტინას და მის საქმიანობას. მნიშვნელოვანია ის ტექნიკური და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებსაც "ენერგო-პრო ჯორჯია" ახორციელებს ქალთა პროფესიული განვითარებისთვის. კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ წელიწადნახევრის განმავლობაში და ახლა უკვე ვხედავთ ამ მუშაობის შედეგს. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას, რადგან გენდერული თანასწორობის საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი” - განაცხადა USAID ის დაქირავებულმა ექსპერტმა მუსამა კლარამ.

USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ბათუმსაც ეწვივნენ, სადაც შეხვდნენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ათ ქალ თანამშრომელს, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობენ.

„ორი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულ ნიჭიერ ქალბატონებთან. კომპანია არის ჩვენი პარტნიორი 2015 წლიდან და ერთად ბევრს მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის კუთხით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ამ გუნდთან“, - თქვა USAID ის დაქირავებულმა ექსპერტმა ჟასმინ ბოემმა.

USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელსაც სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს გენდერული თანასწორობის კუთხით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია