საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის საგარეო უწყებაში 1919 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული დეკრეტი გამოფინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისტორიულ დეკრეტთან ერთად საგარეო უწყებაში ასევე წარმოდგენილი იყო იმ პერიოდის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და არგენტინას შორის. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა.

როგორც მინისტრმა მონდინომ აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირები და ის რომ არგენტინამ თავის დროზე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფასეული და ღირებულია თავად არგენტინისთვის, რომელიც ერთგული იყო და რჩება ამ ღირებულებების.

„თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას იმ ისტორიული დოკუმენტების გაზიარებისთვის, რომლებიც უდავოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო- არგენტინის ისტორიულ მეგობრობასა და კავშირებს. როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, საქართველო და არგენტინა ერთიანი ღირებულებების მტკიცე ფესვებით არიან დაკავშირებული და დინამიკურად ავითარებენ კავშირებს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინა გახლდათ რეგიონის პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება