გურამ მაჭარაშვილი - ნიკა გვარამიამ პირდაპირ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა ევროპელი მოსამართლეების მიმართ - ველოდებით ქალბატონ ზურაბიშვილს, მის შეწყალებულს უთხრას, რომ ანტიდასავლურ განცხადებებს თავი დაანებოს

ნიკა გვარამიამ პირდაპირ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა ევროპელი მოსამართლეების მიმართ - ველოდებით ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ მის შეწყალებულს უთხრას, თავი დაანებოს ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებას, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია "ახალის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ქართველი მოსამართლეების შემდეგ, უნდობლობა ევროპას და ევროპელ მოსამართლეებს გამოუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, სადაც არ უნდა წავიდეს გვარამია, მას ყოველთვის გაჰყვება უსამართლობის აჩრდილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა.

"ცუდი დღეები და გამოწვევები დაუდგა ევროპას და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს და მის წევრებს, იმიტომ, რომ გვარამიამ უნდობლობა გამოუცხადა ევროპას და ევროპელ მოსამართლეებს. ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემდგომ, გვარამიამ ეჭვი შეიტანა ევროპელი მოსამართლეების კეთილსინდისიერებაში და ახლა ჯერი დადგა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების კეთილსინდისიერებაზე. მე ვფიქრობ, რომ როგორმე ამ გამოწვევას გადაიტანს ევროპა და ევროპელი მოსამართლეები, მაგრამ რაც შეეხება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს - მას ჯერ გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. მისწვდება თუ არა გვარამიას მრისხანე ხელი ამ კომიტეტის წევრებს, უახლოს პერიოდში ვნახავთ. გვარამიას უნდა შევახსენოთ, რომ სიმართლე არ ცხოვრობს ტერიტორიულად - არც სტრასბურგში, არც თბილისში, არც ნიუ-იორკში, არც ჟენევაში. სადაც არ უნდა წავიდეს გვარამია, მას ყოველთვის გაჰყვება უსამართლობის აჩრდილი, რომელიც შექმნა სააკაშვილის რეჟიმმა და ის იყო მთავარი იდეოლოგი.

ასევე, უნდა ითქვას, რომ ქალბატონი ზურაბიშვილისგან ველოდებით, მის შეწყალებულს უთხრას, რომ ანტიდასავლური განცხადებები აღარ გააკეთოს. მან ხომ იმიტომ გამოუშვა გვარამია, რომ ის უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციის მამა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის არის პოლარიზაციის მამა და არა მხოლოდ მამა, არამედ პირდაპირ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა ევროპელი მოსამართლეების მიმართ და ველოდებით ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ მის შეწყალებულს ეტყვის, რომ თავი დაანებოს ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი საქმით, "გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს".

როგორც გვარამია აცხადებს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია