გიორგი კახიანი - საკონსტიტუციო ინიციატივას საზოგადოების მხარდაჭერა ექნება - ყველაფერი სახალხო განხილვების დროს გამოჩნდება, რის შემდეგაც საინტერესო იქნება, რა პოზიცია ექნებათ ფსევდო-ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საკონსტიტუციო ინიციატივას საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ექნება - ეს ყველაფერი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გამოჩნდება, რის შემდეგაც საინტერესო იქნება, რა პოზიცია ექნებათ ფსევდო-ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, - აღნიშნული განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

კახიანის თქმით, “ამ დრომდე ოპოზიცია იმის გამო სდუმს, რომ ერთის მხრივ, მოსახლეობის შიში აქვთ, რადგან იციან, რომ ოჯახური ღირებულებები საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო მეორეს მხრივ, თავს ანგარიშვალდებულად საკუთარი დამფინანსებლებისა და პატრონების წინაშე თვლიან“.

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გველის. კონსტიტუციური კანონის მიღებას წინ პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა უსწრებს. საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირების შემდეგ, შესაბამისი კომისია შეიქმნება და პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება. ჩვენ შეგვეძლება ამასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება მოვისმინოთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის