იაგო ხვიჩია - ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო - ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი

ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო. ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი - "პრაიდშიც" “ქართული ოცნებაა”, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთი მსხვერპლიც კი არ მოიძებნა ჯერჯერობით “ქართული ოცნების” რიგებში, ვინც “თავის თავზე აიღებდა ამ კანონპროექტის მთელ სიმძიმეს”.

“ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიებზე ამდენი დრო არავის დაუხარჯავს და თავისივე მიღებულ კონსტიტუციაში არავის მოუნდომებია ჩაწეროს სპეციფიური მუხლი, ფაქტობრივად ერთადერთი ცვლილება შეიტანოს, რომელიც შეეხება იმას, რომ ვიღაცას უკრძალავენ ლგბტ პროპაგანდას ისე, რომ ერთი დაზარალებული ადამიანიც არ ჰყავს. ერთი მსხვერპლიც კი არ მოიძებნა ჯერჯერობით “ქართული ოცნების” რიგებში, ვინც ვაჟკაცურად ადგებოდა და თავის თავზე აიღებდა ამ კანონპროექტის მთელ სიმძიმეს; იტყოდა, მე ვიყავი ის უბედური, ვინც ახალგაზრდობაში ამ პროპაგანდას ემსხვერპლაო. ვურჩევდი, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი ისტორიების მოყოლას. მულტფილმები და ვინ რას იღებს სამყაროში, არაფერ შუაშია ჩვენთან. საკუთარი ისტორიების გულწრფელად მოყოლისკენ მოვუწოდებ “ქოცებს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვას, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ცვლილებები საზოგადოებაში დაპირისპირებას, ხვიჩია ამბობს, რომ ერთადერთი დაინტერესებული მხარე “ქართული ოცნებაა”.

“საერთოდ, მგონია, რომ ორივე მხარეს “ქოცები” დგანან - ვისაც არბევენ, იმ მხარესაც “ქოცები” არიან და ვინც არბევს, ისინიც “ქოცები” არიან. ამ ლგბტ პროპაგანდით ვის ვისთან უნდა დაეძაბოს სიტუაცია, არ ვიცი, რადგან მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარე ჰყავს - “ქართული ოცნება”. პრაიდშიც “ქართული ოცნებაა” და იქით-აქეთ, ყველაგან “ქართული ოცნებაა”, - განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო