ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო არეალი ორ ჰექტარს მოიცავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი, კახა კალაძე, საკუთარ მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ გორგასლის ქუჩაზე არსებული ბულვარის რეაბილიტაცია, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე განახლდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თავდაპირველად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიწის ქვეშ გადატანა გვინდოდა, თუმცა ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ხეების გამო, მსგავსი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ჩავატარეთ კვლევებიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული ბულვარი მოვაწესრიგოთ, მომავალ წელს კი განახლდება გზის მეორე მხარეს არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. კრწანისის მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომელიც სავარჯიშოდ, დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსება შესაბამისი საპარკო ავეჯი. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახი.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე