ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინი ცდილობს, „კროკუს სითი ჰოლის“ ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად ხალხის მობილიზებისთვის გამოიყენოს.

"ჩვენ გვესმის, რომ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გვესმის, რომ ეს მათი ოფიციალური ინფორმაციაა და სასაცილოა, როდესაც რუსეთი ცდილობდა უარყო ის, რაც ISIS-მ თქვა. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა", - აღნიშნა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურებმა გააფრთხილეს რუსეთის ფედერაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ და თარიღებიც კი დაასახელეს, თუმცა ვლადიმერ პუტინმა რეაგირება არ მოახდინა.

„გთხოვთ, მითხარით, თუ გააფრთხილეს, რატომ ზის სარდაფებში ადამიანი, რომელსაც ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო - პუტინი. რატომ არ რეაგირებს ადამიანი, რომელსაც ასე ეშინია ყველაფრის? რატომ არ იყო დაცვა? რატომ არ იყო რეიდები? ისინი აკეთებენ ამას, როცა ნავალნის მსგავს ადამიანს, ოპოზიციონერს, უნდა ქუჩაში გამოსვლა და პუტინის წინააღმდეგ საუბარი, თქვენ ნახეთ, რა ხდება. ვნახეთ როგორი რეიდებია, მაშინვე ციხეში მიჰყავთ, ახლობლებს ციხეში ათავსებენ, ანგარიშებს ბლოკავენ. ყოველთვის ასე რეაგირებენ. რატომ არ გააკეთეს არაფერი ამ შემთხვევაში?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კითხვაზე პასუხი მყისიერად ჩნდება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს, უკრაინაზე თავდასხმა გაგრძელდეს.

"მას სჭირდება მეტი ხალხის მობილიზება მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე. ჩვენ გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არ შეუძლია არავის მობილიზება, პატიმრების გარდა. მას სჭირდება მუდმივი საპასუხო ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ მისი საზოგადოების მობილიზება უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინი მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი, რათა გააერთიანოს რუსული საზოგადოება, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის არ სჯერა და ასევე რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა.

ზელენსკი თვლის, რომ პუტინს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო