პრეზიდენტი არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე - მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაუგებარია

პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც ძალიან გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც არ არსებობს მუშაობის ორმხრივი ინტერესი, ჩნდება ბევრი ხარვეზი, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, ახლავე უნდა აღმოიფხვრას.

„დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გაადვილება არის ის საკითხი, რომელიც სარგებლობს ძალიან დიდი ინტერესით საზოგადოებაში, არა მხოლოდ დიასპორაში მყოფი მოქალაქეების, არამედ აქაურ საზოგადოებაში, რამეთუ, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში არის ვიღაც, ვინც წასულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ. ჩვენ გვქონდა ამის შესახებ შეხვედრები - 2 შეხვედრა იყო „სკაიპით“ დიასპორის წარმომადგენლებთან და ამას გავაგრძელებთ. საჭიროა, რომ განვიხილოთ, რა სიტუაციაა ამის ირგვლივ. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც ძალიან გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება, პირველ რიგში, საკონსულო რეგისტრაცია, რომელიც არის წინა პირობა იმისთვის, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნისთვის, საკონსულოებიდან საგარეოში უნდა გადაიცეს ინფორმაცია ამ უბნების გახსნის შესახებ და საგარეომ უნდა გადასცეს ცესკოს. ეს არის პირველი ეტაპი, ასევე, საგარეო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია ჩატარდეს და ეს კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. ჩვენ გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ კიდევ გაკეთებული არაფერი არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია ახლა არის მნიშვნელოვანი და არა 4-5 თვეში. ასევე, საგარეოზე არის დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე საარჩევნო აღრიცხვა, ადმინისტრაცია, რომელიც ტარდება საარჩევნო პერიოდში, როცა იხსნება, სიების გადაცემა, ასევე ცესკოსთვის - მთელი ეს პროცესი გადაჯაჭვულია საგარეოსა და ცესკოზე. ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია და აქედან იბადება ძალიან ბევრი ხარვეზი. თუ არ არსებობს ერთობლივი სურვილი მუშაობის, მერე ყოველთვის შეიძლება „პინგ-პონგი“- „ჩემი ბრალი არ არის, მე ამაში არ ვმონაწილეობ, მათი პასუხისმგებლობაა“- და ეს დღეს უკვე გვესმის, ამიტომ სანამ დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს და ამ შეხვედრების მიზანია, რომ მაქსიმალურად გამოსწორდეს ყველა ხარვეზი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო