პრემიერი - სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს კალანდარიშვილს და საერთოდ, საუბრობდეს არჩევნებზე -  მისი მიზანია საბოტაჟი, არჩევნებს შეექმნას საფრთხე, თუმცა ამას ვერ მიაღწევს

ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ დღეს ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც არჩევნებში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობის საკითხის განხილვას ეძღვნება.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, რომ შეხვდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და არც იმის მორალური უფლება აქვს, რომ არჩევნებზე ისაუბროს.

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს კალანდარიშვილს და მეორე, მას საერთოდ არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი და ეს სპეკულაციებიც, რომელსაც ის შეუერთდა ამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციური კამპანია. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი და თვითმიზანი არის, რომ ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის ვერ მიაღწევს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან კითხვაზე, კვლავ იქნება თუ არა გიორგი კალანდარიშვილი „ქართული ოცნების“ რჩეული ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯერ კონკურსი უნდა გამოცხადდეს და პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

„მე არ ვიცი, პრეზიდენტი კალანდარიშვილის კანდიდატურას იწონებს თუ არა. ფაქტია, რომ დღეს ხვდება სწორედ კალანდარიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე არ წარადგინა ის პარლამენტში. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს ცესკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად. რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი მისი კრიტიკისთვის არ არსებობს - კალანდარიშვილმა და ცესკოს სხვა წევრებმა ჩაატარეს 2021 წლის საერთო ეროვნული არჩევნები უმაღლეს დონეზე, ნული კრიტიკა იყო, შეგახსენებთ. ამის შემდეგ იყო არაერთი შუალედური არჩევნები, რომლებიც ჩატარდა, ასევე, უმაღლეს დონეზე, შესაბამისად, ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს არავითარი კრიტიკის საფუძველი არ აქვთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვერაფერს გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს კონკურსი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე პარლამენტმა. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო